https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოებათიკომ უნდა გაიმარჯვოს! დამეხმარეთ ჩემი ერთადერთი დის გამოჯანმრთელებაში

თიკომ უნდა გაიმარჯვოს! დამეხმარეთ ჩემი ერთადერთი დის გამოჯანმრთელებაში

“🔶🔶🔶მეგობრებო, ალბათ ეს ცხოვრება არ მეყოფა გამოვხატო სათანადო მადლიერება თქვენ მიმართ და ასეულობით უცნობი ადამიანის მიმართ, საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, ამას განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, სრულიად უცნობმა ადამიანებმა როგორ განიცადეს ჩვენი ტკივილი, როგორ ამოგვიდგნენ მხარში უპირობოდ…

🔶თქვენი მხარდაჭერის გარეშე მე ვერაფერს მოვახერხებდი. ჯერ მარტო დაბნეულობისგან და სასოწარკვეთისგან რა გამეკეთებინა არც ვიცოდი, უბრალოდ ის ვიცოდი, რომ ჩემი ერთადერთი დის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი…

🔶დღე არ გავა არ მოგვიკითხოთ. მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი სითბოსთვისა და ყურადღებსთვის. ყველას ვერც გიპასუხეთ და არ მიწყინოთ გთხოვთ.

🔶ახლა კი მოგიყვებით როგორ ვართ.

6 დეკებრიდან თურქეთში ვართ. აჯიბადემ მასლაკის ჰოსპიტალში თიკოს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის მეთოდის შერჩევის მიზნით.

🔺დიაგნოზი –

სახის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, მე-4 სტადია, აგრესიული გავრცელებისკენ მიდრეკილი…

🔺მკურნალობის შერჩეული მეთოდი ამ ეტაპზე – ქიმიო და იმუნოთერაპია.

🙏🙏🙏უკვე მესამე პროცედურას ვიტარებთ. გადასხმები უწყვეტად უტარდება 24 საათიან რეჟიმში 4 დღის განმავლობაში. ძალიან რთული პროცესია, თუმცა მე ხომ ყველაზე მებრძოლი და შემართებული დაიკო მყავს.

🙏როგორც ონკოლოგმა – ქალბატონმა ოზლემ ერმა გვითხრა, ძალიან კარგად დაექვემდებარა მკურნალობას თიკოს სიმსივნე, პირველივე ქიმიოდან დაიწყო თვალსაჩინო პროგრესი, რაც ძალიან გვახარებს და დიდ სტიმულს გვაძლევს ბრძოლის გაგრძელების.

🙏🙏🙏საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება კვლავ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე.

მართლა უზომოდ მეუხერხულება, მაგრამ ისეთ კოლოსალურ თანხებს უკავშირდება, მარტო ვერაფრით ვერ შევძლებ.

🙏ძალიან გთხოვთ ყველას გაზიარებას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. 1 ლარიც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.

🙏თიკომ უნდა გაიმარჯვოს! დამეხმარეთ ჩემი ერთადერთი დის გამოჯანმრთელებაში. ჩემმა ჩემმა დაიკომ ისევ ისე უნდა იბრწყინოს, როგორც ადრე❤ ”

 

🔵თი ბი სი ბანკი

#GE42TB7960845064300035 

🔶საქართველოს ბანკი

#GE21BG0000000527946697

🔴ლიბერთი ბანკი

#GE61LB0711132559096000

PayPal: gvantsa_turdziladze@iliauni.edu.ge

✅მიმღები: გვანცა ტურძილაძე Gvantsa Turdziladze (თიკოს და)

პოპულარული სიახლეები