https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიშემთხვევა"თბილისი ენერჯი" - გლდანში, სადაც სამი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული გარდაცვლილი ნახეს,...

“თბილისი ენერჯი” – გლდანში, სადაც სამი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული გარდაცვლილი ნახეს, ბინაში შესვლისას მაშველებს გაზქურის ღუმელი ანთებული და ღია დახვდათ

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გლდანში, ერთ-ერთ ბინაში სამი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული გარდაიცვალა. ბინაში შესვლისას კი, მაშველებს გაზქურის ღუმელი ანთებული და ღია დახვდათ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზქურისა და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

„მოხდა უბედური შემთხვევა. გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები.

გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად.

დაიცავით უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

პოპულარული სიახლეები