აშშ-ში, Brigham and Women’s Hospital-მა გულის გადანერგვის მომლოდინეთა სიიდან ამოიღო 31 წლის კაცი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვს გაკეთებული, – ამის შესახებ BBC წერს.
„ორგანოების დეფიციტის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პაციენტს, რომელსაც ორგანოს გადავუნერგავთ, გადარჩენის უდიდესი შანსი ჰქონდეს“, – ასე უპასუხა სამედიცინო დაწესებულებამ BBC-ს.
კაცის მამა ამბობს, რომ მის შვილს ვაქცინაციის არ სჯერა და ეს მის „მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება“.
არსებული ინფორმაციით, კაცი საავადმყოფოში 2021 წლის 26 ნოემბერს დააწვინეს. მას გულის თანდაყოლილი პრობლემა აქვს, რის გამოც, მისი ფილტვები სისხლითა და სითხით ივსება.
წყარო:”TV Imedi”