https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოებაკესო მთვარიშვილი: მინდა უფრო ახლოს გაგაცნოთ ეს ბიჭი, რომ მერე იქნებ თქვენ...

კესო მთვარიშვილი: მინდა უფრო ახლოს გაგაცნოთ ეს ბიჭი, რომ მერე იქნებ თქვენ კიდევ უფრო მეტად გააცნოთ ქართველ ხალხს

“ვინც მე მიცნობთ, ჩემს გიოსაც ყველა იცნობთ. მეგობრებში სულ მცირე ათეულობით ჟურნალისტი მყავხართ, ხოდა ჩემო კარგებო, მინდა უფრო ახლოს გაგაცნოთ ეს ბიჭი, რომ მერე იქნებ თქვენ კიდევ უფრო მეტად გააცნოთ ქართველ ხალხს. გიო კოპალიანი ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში უკვე ორგზის სტიპენდიანტი გახდა. განა პატარა საქმეა ეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის? და ბიჭისთვის, რომელმაც სამშობლო 17 წლის ასაკში დატოვა და 21 წლის ასაკში უკვე ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრის სტუდენტი სრული, 100%-იანი დაფინანსებით გახდა?!

ეს არის ბიჭი, რომელმაც ყველაფერს ცხოვრებაში, აბსოლიტურად ყველაფერს თავისით მიაღწია. დიდი გზა გამოიარა საქართველოდან ამერიკამდე და დღეს თავის ახდენილ ოცნებას პირისპირ უყურებს სახეში. მე და მთელი მისი ოჯახი ძალიან ვამაყობთ გიოთი და მგონია, ახლა დროა საქართველომაც იამაყოს ამ ბიჭით. თვითონ ყველას დახმარების გარეშე ამხელა გზაზე ჩამოსული თავად არაერთ ახალგაზრდას დახმარებია გზის გაკვალვაში. მისი დაუღალავი შრომა და სიყვარული სწავლის მიმართ სამაგალითოა ჩემთვის. დაუთმეთ ასეთ ახალგაზრდებს ეთერი და ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდები.

დაანახეთ ახალგაზრდა თაობას, რომ გიომ თუ შეძლო, ისინიც შეძლებენ და ვაჩვენოთ ამ ბიჭის მაგალითზე, რომ თუ მიზანი გაქვს და ოცნება, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი ამ ოცნების ახდენაა! ❤

ვიცი, ძალიან გამიბრაზდება, ამ სტატუსს რომ ნახავს, მაგრამ რომ არ დამეწერა, არ შემეძლო. გელოდებით, თქვენი კესო” ❤ – წერს სოციალურ ქსელში კესო მთვარიშვილი 

პოპულარული სიახლეები