https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოუკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მესამე პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მესამე პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მესამე პარტია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორები სამხედრო დახმარების მოცულობას ზრდიან. ამ დახმარების ფარგლებში, დღეს შეერთებული შტატების მთავრობისგან მესამე თვითმფრინავს ვხვდებით“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

პოპულარული სიახლეები