https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოევროკავშირი ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის,...

ევროკავშირი ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ევროპულმა საბჭომ ევროპის უსაფრთხოების ვითარების შესახებ დასკვნები დაამტკიცა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპული უსაფრთხოება განუყოფელია და რომ ევროპის უსაფრთხოების წესრიგის ნებისმიერი გამოწვევა გავლენას ახდენს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებაზე.

ევროპული საბჭო გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მუქარას და რუსეთს დეესკალაციისკენ, საერთაშორისო სამართლის დაცვისა და არსებული მექანიზმების საფუძველზე კონსტრუქტიული დიალოგისკენ მოუწოდებს.

როგორც ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა 2021 წლის დეკემბერში გამართულ ევროპული საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები მოჰყვება.

ევროკავშირი ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს, ხელახლა ჩაერთოს არსებულ საერთაშორისო ჩარჩოებში კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ერთიან მიდგომას და მიმდინარე ძლიერ თანამშრომლობასა და კოორდინაციას შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან, უკრაინასთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან.

 

 

პოპულარული სიახლეები