https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოუკრაინის ხელისუფლება რუსეთს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მოსკოვი ჰიბრიდულ ომშია ჩართული.

უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას.

„მოსკოვი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს და აქტიურად აძლიერებს თავის ძალებს საინფორმაციო და კიბერსივრცეში“, – აცხადებენ სამინისტროში.

ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ ბოლო კიბერთავდასხმა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა და მისი მიზანი, არა მხოლოდ საზოგადოების დაშინება, არამედ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციაა.

ჰაკერებმა ათობით უკრაინული სამთავრობო ვებგვერდი 14 იანვარს გატეხეს. ვებგვერდებზე ჰაკერებმა უკრაინულ, პოლონურ და რუსულ ენებზე შეტყობინებები დატოვეს. „ყველანაირი ინფორმაცია თქვენ შესახებ საჯარო გახდა. გეშინოდეთ და უარესს ელოდეთ. ეს თქვენ თქვენი წარსულისთვის, აწმყოსა და მომავლისთვის“, – წერია შეტყობინებაში.

 

 

პოპულარული სიახლეები