https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოებავაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები დღეიდან მცირდება

ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები დღეიდან მცირდება

საქართველოში გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები დღეიდან მცირდება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები იქნება რვა დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

„საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა სულ მცირე არის 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს, კონტაქტების შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება ვადები. თუ კონტაქტი არის ვაქცინირებული, მათ შორის ბუსტერით ვაქცინირებული პირები და პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში კარანტინის ვალდებულება ეხსნებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი. ასევე პირებს, კოვიდინფექციის განდატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, აღარ იყვნენ კარანტინში.

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში გამოიყენონ პირბადე“, – განაცხადა თამარ გაბუნია.

 

 

პოპულარული სიახლეები