https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიპოლიტიკადავით ზალკალიანი დღეს ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდება

დავით ზალკალიანი დღეს ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს ბრიუსელში ვიზიტს იწყებს. ვიცე-პრემიერს დღეს შეხვედრები ნატო-ს მთავარ შტაბბინაში აქვს დაგეგმილი.

დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ნატო-ს წევრი 30 ქვეყნის ელჩებთან, დღის მეორე ნახევარში კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ერთი კვირის წინ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანასა და დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრის დროს დაიგეგმა.

ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალიანსის შტაბბინას მას შემდეგ სტუმრობს, რაც ბრიუსელში ნატო-რუსეთის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მოსკოვის მიერ შემუშავებულ წერილობით მოთხოვნებზე გაიმართა დისკუსია. რუსეთის ფედერაცია ნატო-სგან ითხოვს, რომ ალიანსმა ღია კარის პოლიტიკასა და გაფართოებაზე უარი თქვას და ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებები ივნისის ბოლოს მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე გაუქმებულად გამოაცხადოს.

 

 

პოპულარული სიახლეები