მთავარირეგიონისაგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ნინოწმინდასთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს „ფორდ ტრანზიტისა“ და ტრაილერის ტიპის ავტომანქანები შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ექსპერტ- კრიმინალისტთა ჯგუფი იმყოფება.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უკვე მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

პოპულარული სიახლეები