https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოებათამარ გაბუნია - საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა,აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს

თამარ გაბუნია – საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა,აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამზე აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს. მისივე თქმით,  რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა „ომიკრონის“ შტამი არ დადასტურდა.

„ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით ოფიციალურად პირველი შეტყობინება გაკეთდა 24-25 ნოემბერს. დღეისთვის 63-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. დღეს არის ქვეყანაში იმის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა გამოვიკვლიოთ და სეკვენირების გზით დავადგინოთ, თუ  გვაქვს საქმე „ომიკრონის“ შტამთან. ჯერჯერობით „ომიკრონის“ შემთხვევა დადასტურებული არ არის. რამდენიმე საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა, შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნია ამბობს, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილ შტამს სწრაფი გავრცელების უნარი აქვს, რის გამოც არსებობს რისკები, რომ აღნიშნული შტამი საქართველოშიც გავრცელდეს.

„მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო, რისკები არსებობს და გამომდინარე აქედან, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ დაიწყო, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა. ასევე, პირადი დაცვის საშუალებები, კოვიდრეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინით დაცვის ეფექტი მაინც ძალაში რჩება. „ომიკრონთან“ მიმართებით განსაკუთრებით, მესამე, ბუსტერ დოზაზე კეთდება აქცენტი. საბედნიეროდ, ჯერჯერობით „ომიკრონთან“ დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები არ არის და ზუსტი მონაცემი, რამდენად მძიმე დაავადებას გამოიწვევს ის, არ არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან საწოლების მობილიზების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით კოვიდპაციენტების მისაღებად საწოლების საკმარისი რაოდენობაა, თუმცა დიდ ნაკადებზე გამკლავება რთული იქნება.

„რაც შეეხება საქართველოში სისტემის მზაობას, საწოლფონდი მობილიზებულია. დღეს 2 500 საწოლია თავისუფალი. რა თქმა უნდა, რთული იქნება დიდი ნაკადების გამკლავება, რაც ჯანდაცვის სისტემამ, ადრეც არაერთხელ გააკეთა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

პოპულარული სიახლეები