https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიო„როიტერი“ - ევროკავშირის წევრი ქვეყნები შენგენის ზონაში ხორვატიის მიღებაზე შეთანხმდნენ

„როიტერი“ – ევროკავშირის წევრი ქვეყნები შენგენის ზონაში ხორვატიის მიღებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები შენგენის ზონაში ხორვატიის მიღებაზე შეთანხმდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, ზაგრებმა ბრიუსელი დაარწმუნა, რომ შეუძლია ეფექტურად მართოს ბლოკის საგარეო საზღვრები.

თავისუფალ საპასპორტო ზონაში ხორვატიის შესვლის საკითხი მიგრაციის გამო დიდი ხანია, პოლიტიკურ დღის წესრიგშია. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, შენგენში შესვლის მიზნით ზაგრებმა ზედმეტად გულმოდგინედ აჩვენა ევროკავშირს, რომ შეუძლია, შეაჩეროს უსაბუთო მიგრანტების შესვლა ბლოკის ტერიტორიაზე.

ხორვატიამ ოქტომბერში აღიარა, რომ მისმა პოლიციელებმა მონაწილეობა მიიღეს ბოსნიის საზღვარზე მიგრანტების უკან დაბრუნებაში. ზუსტად არ არის ცნობილი, როდის შეუერთდება ხორვატია შენგენის ზონას, რომელიც განიხილება, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რაც საფუძვლად უდევს უფრო ინტეგრირებულ და გაერთიანებულ ევროპას.

შენგენის ზონას 26 წევრი ჰყავს, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, შვეიცარია და ნორვეგია.

 

 

პოპულარული სიახლეები