საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
„8 ნოემბერს, 18:00 საათიდან „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.