https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოებასავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება - საბჭომ პრეზიდენტის ინიციატივაზე დღეს...

სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება – საბჭომ პრეზიდენტის ინიციატივაზე დღეს მასთან ერთად იმსჯელა

სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება – ასეთია საკოორდინაციო საბჭოს პასუხი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე. საბჭომ პრეზიდენტის ინიციატივაზე, პრეზიდენტთან ერთად იმსჯელა. ზურაბიშვილი სხდომას დღეს პირველად დაესწრო.

არ განიხილება სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა მწვანე პასპორტებზე.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი თემა ე.წ. მწვანე საშვების კონცეფცია იყო და განხილული იყო ყველა პარამეტრი ადამიანის უფლებების, ფინანსური, ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობებზე ზეგავლენის კუთხით.

თამარ გაბუნიას თქმით, ახლა მიდის მწვანე საშვის გარანტიებზე მუშაობა და როგორც კი იქნება ჩამოყალიბებული სურათი, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს.

პრეზიდენტის აქტიური ჩართულობა შეაფასეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმაც. ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ სალომე ზურაბიშვილს ინიციატივებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო აცრებს ისინიც ეთანხმებიან, თუმცა საბოლოო ოპტიმალური გადაწყვეტილება  საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

პოპულარული სიახლეები