მთავარიტექნოლოგიებიკომპანია Facebook-ის სოციალური ქსელების აპლიკაციების სახელი უცვლელი რჩება

კომპანია Facebook-ის სოციალური ქსელების აპლიკაციების სახელი უცვლელი რჩება

კომპანია Facebook-ის სოციალური ქსელების აპლიკაციების სახელი უცვლელი რჩება. ამის შესახებ კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

საუბარია შემდეგი სოციალური ქსელების აპლიკაციებზე: Facebook-ი, Instagram-ი და მესენჯერი WhatsApp-ი.

„ჩვენი მისია უცვლელი რჩება. ჩვენი მისია ხალხის გაერთიანებაა. ჩვენი აპლიკაციები და მათი ბრენდებიც უცვლელი რჩება. ჩვენ კვლავ ვართ ის კომპანია, რომელიც ხალხის გარშემო ტექნოლოგიას აყალიბებს. თუმცა, ყველა ჩვენი პროდუქტი, მათ შორის ჩვენი აპლიკაციები, უკვე ახალ ხედვას იზიარებს: ხელი შევუწყოთ მეტასამყაროს გაცოცხლებას. ახლა კი ჩვენ გვაქვს სახელი, რომელიც ასახავს იმას, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ახალი სახელი გამოაცხადა.

„ამიერიდან ჩვენი სახელი იქნება Meta“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა ონლაინ-პრეზენტაციის დროს.

კომპანია აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების ერთი ახალი ბრენდის ქვეშ მოქცევას აპირებს. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კორპორატიული სტრუქტურა უცვლელი რჩება.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კომპანია Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს. ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება, შექმნას ვირტუალური მსოფლიო – ე.წ. მეტასამყარო.

პოპულარული სიახლეები