https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარირეგიონიურთულესი ვითარებაა, როგორც ამბობენ 20-მდე პირია ნანგრევებში მოყოლილი - გიორგი კირთაძე

ურთულესი ვითარებაა, როგორც ამბობენ 20-მდე პირია ნანგრევებში მოყოლილი – გიორგი კირთაძე

ბათუმის მერობის კანდიდატი ენმ-დან გიორგი კირთაძე ამბობს, რომ 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 20-მდე ადამიანია მოყოლილი. მისივე თქმით, მაშველები მუშაობენ, რომ ადგილი სწრაფად გაიწმინდოს და მათი ამოყვანა მოხერხდეს.

ამ თემაზე კირთაძემ გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა. “ახლაც აქ ვართ, ურთულესი ვითარებაა, საშინელება ხდება, როგორც გვეუბნებიან 20-მდე ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი, მათ შორის ბავშვები, სამაშველო სამსახური მუშაობს. ახლა მნიშვნელოვანია სამაშველო,  სამსახურის ეფექტური მუშაობა, რათა მოხდეს ნანგრევებში ჩარჩენილების გადარჩენა, ესაა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. ნაწილი მათგანი კონტაქტზე, მაშველებმა იციან სადაც არის”, – თქვა გიორგი კირთაძემ.

პოპულარული სიახლეები