როდის დაიწყება 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების ვაქცინაცია და ე.წ ბუსტერ დოზები – იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობს. სხდომა1 საათზე მეტია, მიმდინარეობს.
იმუნიზაციის საბჭო განიხილავს ორ მოდელს – სრულად იყოს თუ არა დაშვებული 12 წლიდან Pfizer-ით ვაქცინაცია, ხოლო მეორე ვარიანტია, მშობლების ნებართვით მათი იმუნიზაცია, ვისაც ჯანმრთელობის სტატუსი აქვს.
ამასთან, საბჭო ბუსტერ დოზების საკითხს განიხილავს, აქაც 2 მოდელია – ვინც რისკის ზონაში მუშაობს, ჟურნალისტები, პოლიცია, ექიმები, ხოლო მეორე ვარიანტი – 65 წელს ზემოთ მყოფი თანმდევი დაავადებების მქონე ყველა მოქალაქე.
იმუნიზაციის საბჭოს სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია.