მთავარისაზოგადოებაფოთის მე-10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ფოთის მე-10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხმაური ფოთში – მე-10 საარჩევნო უბანზე, სადაც დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლის თქმით, მან შენიშნა როგორ ინახავდა ბეიჯში “ქართული ოცნების” დამკვირვებელი ამომრჩეველთა სიებს და უბნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.

“ქართული ოცნების” დამკვირვებელს ბეიჯებში ედო რაღაც დაკეცილი ფურცლები, გავყევი და ვთხოვე ეჩვენებინა რა ედო ბეიჯებში, ამოვატანინე, გავშალე და იყო სურათებიანი საარჩევნო სიები, მითხრა, რომ მისი პირადი ნივთები იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მერე გადმოვიდნენ იერიშზე და ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. პოლიციაც იყოს მოსული,” – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელმა.

აღნიშნულ უბანზე მივიდა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია, რომელმაც სიტუაცია განმუხტა. მისი თქმით, მომხდარ ინციდენტში ორივე მხარეა დამნაშავე.

“აქ რაც მოხდა იმ ინციდენტში, ორივე მხარის შემთხვევაში არის დანაშაული. როდესაც შენ ხედავ, რომ წარმომადგენელი ან დამკვირვებელი ერევა შენს ფუნქციებში, ან რაღაც რეკომენდაციას გაძლევს, გაითვალისწინოს უნდა უბანმა თუ ეს რეკომენდაცია ნამდვილად კანონის ფარგლებშია. თუ არ გაითვალისწინებს, დამკვირვებელი და წარმომადგენელი ვალდებულია დაწეროს საჩივარი. დანარჩენი, აჟიოტაჟის გამოწვევა არ ევალება არცერთს, ამიტომ გავაფრთხილე ორივე მხარე, დაიწერა საჩივარი, გაგრძელდება პროცედურა, მთავარია ამომრჩევლებს არ შეუშალონ ხელი. არ მომხდარა აქ ისეთი სასწაული ამბავი, რასაც მოყვა ასეთი აჟიოტაჟი. დაიწერა საჩივარი, თუ არ მოახდინა უბანმა რეაგირება და ანალოგიური საჩივარი შემოვა საოლქო კომისიაში, საოლქო კომისია მიიღებს ამაზე რეაგირებას,” – განაცხადა სალომე როდონაიამ.

 

წყარო: “რუსთავი2”

პოპულარული სიახლეები