ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით ამ ეტაპზე დაშავებულს სამედიცინო კვლევები უტარდება.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
შსს-ს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე