მთავარისაზოგადოებათაღლითური გათამაშება H&M-ის სახელით - რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს სოციალური ქსელში ვირუსულად...

თაღლითური გათამაშება H&M-ის სახელით – რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს სოციალური ქსელში ვირუსულად გავრცელებული ლინკი

დღეს დილიდან სოციალურ ქსელში ვირუსული ლინკი ვრცელდება – ფეისბუკის მომხმარებლები მეგობრებისგან პირად შეტყობინებებში გზავნილს იღებენ, რომელიც ტანსაცმლის მაღაზია H&M-ის სახელით ვრცელდება.

ფეიკ-ლინკზე გადასვლის და კითხვარის შევსების შემდეგ კომპანია, თითქოს 74-წლიან იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებელს – 500-ლარიან ბარათით ასაჩუქრებს.

სქემა რეალურად თაღლითურია. კომპანია H&M-ში ფიქრობენ, რომ გარკვეული ჯგუფები ყალბი გზებით ცდილობენ მომხმარებელთა პირადი მონაცემების მიღებას და საზოგადოებას მოუწოდებენ არ გადავიდნენ ბმულზე, რათა უნებლიეთ გარკვეული მაქინაციებსი მსხვერპლი არ გახდნენ.

 

 

წყარო: “რუსთავი 2”

პოპულარული სიახლეები