https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიობოლო ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ქაბული დატოვა - აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო მისია...

ბოლო ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ქაბული დატოვა – აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო მისია ოფიციალურად დაასრულა

ბოლო ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ქაბული დატოვა. ამგვარად, აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო მისია ოფიციალურად დაასრულა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ ავღანეთიდან აშშ -ის ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.

„ავღანეთიდან ჩვენი ჯარების გაყვანის დასრულებასა და ამერიკის მოქალაქეების, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დაუცველი ავღანელების ევაკუაციის მისიის დასრულებას ვაცხადებ“, – განაცხადა გენერალმა ფრენკ მაკენზიმ.

ფრენკ მაკენზიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ევაკუაცია დასრულდა, დიპლომატიური მისია აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანელების გაყვანის უზრუნველსაყოფად გრძელდება.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.

პოპულარული სიახლეები