https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიომედია: ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ავღანეთის დედაქალაქში საჰაერო იერიში განახორციელეს

მედია: ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ავღანეთის დედაქალაქში საჰაერო იერიში განახორციელეს

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ავღანეთის დედაქალაქში საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ AFP წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იერიშის სამიზნე „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები გახდნენ. „თალიბანში“ კი აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად თვითმკვლელი ტერორისტი დაიღუპა, რომელიც ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქების მოწყობას აპირებდა, სადაც ამ დრომდე ამერიკული სამხედროების ევაკუაცია მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ინფორმაცია ქაბულში მომხდარი აფეთქების შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

26 აგვისტოს ქაბულში ტერაქტის შედეგად 200 ადამიანზე მეტი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 – დაჭრილია. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, ტერაქტის ორგანიზატორებზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

პოპულარული სიახლეები