https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოებაჰოსპიტლებთან ახლოს შესაძლოა დამატებითი სივრცეები მოეწყოს - თამარ გაბუნია

ჰოსპიტლებთან ახლოს შესაძლოა დამატებითი სივრცეები მოეწყოს – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჰოსპიტალები გეგმური ჩარევების შეჩერების ხარჯზე დამატებითი რესურსის მობილიზებას ცდილობენ.

„რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე, რომ 8 000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის გარკვეულწილად ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია, ჰოსპიტალები ცდილობენ დამატებითი რესურსის მობილიზებას, იმ ხარჯზე რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

პოპულარული სიახლეები