https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისამართალიალექსანდრე კობაიძე: ვფიქრობ, ზურაბ ზვიადაურის დაკავება ნაჩქარევად იქნა გადაწყვეტილი, რადგან საქმე გვაქვს...

ალექსანდრე კობაიძე: ვფიქრობ, ზურაბ ზვიადაურის დაკავება ნაჩქარევად იქნა გადაწყვეტილი, რადგან საქმე გვაქვს მოგერიების ფარგლებში სიცოცხლის მოსპობასთან

ვფიქრობ, ზურაბ ზვიადაურის დაკავება ნაჩქარევად იქნა გადაწყვეტილი, რადგან საქმე გვაქვს ( ამ ეტაპზე) მოგერიების ფარგლებში სიცოცხლის მოსპობასთან – ასე გამოეხმაურა პარტია ,,პროგრესული საქართველოს” ლიდერი და უფლებადამცველი  ალექსანდრე კობაიძე ზურაბ ზვიადაურის დაკავებას.

მისივე თქმით, ოჯახის მძიმე მდგომარეობის გამო ზვიადაურის ნაჩქარევად დაკავება არ არის მიზანშეწონილი.

,,ვფიქრობ, ზვიად ზვიადაურის დაკავება ნაჩქარევად იქნა გადაწყვეტილი, რადგან საქმე გვაქვს ( ამ ეტაპზე) მოგერიების ფარგლებში სიცოცხლის მოსპობასთან. ისედაც მძიმე მდგომარეობაშია მისი ოჯახი (ძმა და ორი მეგობარი მოუკლეს) და მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებელი დადგენილებით არ მიმაჩნია მიზანშეწონილად,” – წერს ალექსანდრე კობაიძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ წინანდალში ზვიად ზვიადაური და კიდევ ორი პირი, ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

 

წყარო: “gmtv.ge”

პოპულარული სიახლეები