დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში 4 მიწისძვრა მოხდა, მათ შორის ერთი 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამებაა.
ღამის განმავლობაში მიწისძვრა 3-ჯერ დაფიქსირდა. პირველი 23:42 საათზე, შემდეგ 3:19 საათზე და მესამე 5:44 საათზე, რომლის სიმძლავრემაც 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე ისევ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისძვრა იყო გუშინ საღამოს, 19:42 საათზეც.