კახეთში, კერძოდ კი წინანდალში საშინელი მკვლელობა მოხდა: მოკლულია სამი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაურია.
როგორც ირკვევა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში შეყვანისას სამივე პირი უკვე გარდაცვლილი იყო. სამივე მათგანს აღენიშნებოდა როგორც ცეცხლსასროლი, ასევე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. საავადმყოფოში ასევე ორი დაჭრილია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება წინანდალში მოხდა. ოფიციალური კომენტარი მომხდარის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.