უნგრეთში ავტობუსის ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება. შემთხვევა დედაქალაქ ბუდაპეშტისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ჯერ დაუდგენელი მიზეზების გამო, ავტობუსი სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. დაღუპულია სულ მცირე რვა და დაშავებულია ათეულობით მგზავრი.
სამგზავრო ავტობუსს 50 ადამიანი გადაჰყავდა.