Free Porn
xbporn

მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანას არ ვნანობ - ავღანელებმა თავად უნდა იბრძოლონ...

ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანას არ ვნანობ – ავღანელებმა თავად უნდა იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ნანობს.

„20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გავწვრთნეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. ათასობით ადამიანი დავკარგეთ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ.

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებს. „თალიბანმა“ და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ისლამისტებმა ექვსი პროვინციის დედაქალაქი აიღეს.

დაახლოებით 400 000 ავღანელს იძულებით გადაადგილება მოუწია ბოლო თვეების განმავლობაში და ბოლო 10 დღის განმავლობაში, ასევე გაიზარდა ირანში გაქცეული ადამიანების რიცხვი.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

 

  • წყარო: “TV imedi”

პოპულარული სიახლეები