მთავარისაზოგადოებახულოში Pfizer-ის ვაქცინით ,,ბერმუხას" წევრები აიცრნენ

ხულოში Pfizer-ის ვაქცინით ,,ბერმუხას” წევრები აიცრნენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის ანსამბლ „ბერმუხას“ წევრები კოვიდზე აიცრნენ.
უწყების განცხადებით, თორმეტივე ქორეოგრაფი Pfizer-ის პირველი დოზით აიცრა.

“ბერმუხას ყველაზე უხუცესი წევრი 98 წლის მუხამედ ირემაძეა, ხოლო ყველაზე უმცროსი 69 წლის თემურ აბულაძე”, — აცხადებენ სამინისტროში.

ვაქცინაცია ევექსის ჰოსპიტლების – “ხულოს სამედიცინო ცენტრში” ჩატარდა. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ესწრებოდა.

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

პოპულარული სიახლეები