სააგენტოს ცნობით, აფეთქება ქალაქის ე.წ. მწვანე ზონასთან მოხდა, სადაც სამთავრობო და დიპლომატიური მისიების შენობებია განთავსებული.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია შვიდი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული და სამიზნე ერთ-ერთი პარლამენტარის საცხოვრებელი სახლი იყო. აფეთქების შემდეგ ადგილზე რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე ალყაში მოაქცია.

მომხდარზე პასუხიმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.