https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოებამობაილ და ინტერნეტბანკში ახალი სერვისი თელმიკოს ელ. ენერგია დაემატა

მობაილ და ინტერნეტბანკში ახალი სერვისი თელმიკოს ელ. ენერგია დაემატა

გაცნობებთ, რომ თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია იცვლება, აბონენტებს „თელასის” ნაცვლად კომპანია „თელმიკო” მოგემსახურებათ.

იმისათვის რომ გაგიმარტივოთ ეს ცვლილება, მობაილ და ინტერნეტბანკში ახალი სერვისი დაემატა – თელმიკოს ელ. ენერგია. ამ ახალ სერვისზე ელ. ენერგიის გადახდის შაბლონები, იგივე აბონენტის ნომრით ავტომატურად გამოგიჩნდებათ მობაილ და ინტერნეტბანკის კომუნალური გადახდებში.

1 ივლისამდე დარიცხული დავალიანება „თელასის” სერვისის გამოყენებით უნდა დაფაროთ, ხოლო 1 ივლისიდან ელექტროენერგიის საფასური აღნიშნული ახალი სერვისის საშუალებით გადაიხადოთ.

თუ ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა ავტომატურ გადარიცხვებში გქონდათ დამატებული,  თელმიკოს ელ. ენერგიის გადახდის დავალება ახლიდან უნდა შექმნათ არსებული აბონენტის ნომრით.

 „თელასის” ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს” აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება  არ აისახება ელექტროენერგიის ტარიფზე.  კომპანია “თელმიკოსთან” დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე:  +995 32 5 000 777.

პოპულარული სიახლეები