მთავარიპოლიტიკარუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

პოპულარული სიახლეები