https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიპოლიტიკააქციის მონაწილებმა "ქართული ოცნების" ოფისს კვერცხები და წითელი საღებავები ესროლეს

აქციის მონაწილებმა “ქართული ოცნების” ოფისს კვერცხები და წითელი საღებავები ესროლეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა ოფისის მიმართულებით წითელი საღებავები და კვერცხები ისროლეს.

სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.

„ვერც დაკავებებით და ვერც ამ ჯაჯგურით ვერ გააჩერებენ აქტივისტებს. საღებავის ადრესატი არის „ქართული ოცნება“, კონკრეტუალად ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი შემსრულებელი. მთელი „ქართული ოცნება“, დეპუტატები, ისინიც თანამონაწილეები არიან, პოლიციელებიც. ამიტომ, მოუწევთ საღებავის, კვერცხის ატანაც და პროტესტისაც, შემდეგ კი წასვლა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება ამ დროისთვისაც დაძაბულია. ადგილზე მობილიზებული არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.

ოფისთან შეკრებილები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

პოპულარული სიახლეები