https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოებაკახა კალაძე: არავინ არ დასდევს, არავინ არ ლახავს, ჩვეულებრივად ცხოვრობენ

კახა კალაძე: არავინ არ დასდევს, არავინ არ ლახავს, ჩვეულებრივად ცხოვრობენ

„გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ აქვე არსებობს პასუხისმგებლობის საკითხი, შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლება არ უნდა შეილახოს, მაშინ იქნება მიზანშეწონილი. არავინ არ დასდევს, არავინ არ ლახავს, ჩვეულებრივად ცხოვრობენ“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ Tbilisi Pride-თან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან სენსიტიური საკითხებია. ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები დაცულია, მიუხედავად სარწმუნოებისა, სექსუალური ორიენტაციისა. არავინ მათ არ ეკიდება. სამწუხაროა ის ფაქტი, მე რამდენიმე დღის წინ დავაფიქსირე პრაიდთან დაკავშირებით აზრი, რომ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ვერ წარმოიდგენთ რამხელა აგრესია მოყვა. ვერავინ ვერ ნახავს ჩემს ჰომოფობიურ განცხადებას.

ისინი ცხოვრობენ ჩვენთან, ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან წლების განმავლობაში, მომავალშიც იარსებებენ. ჩვეულებრივი ადამიანები არიან ორი ფეხით და ხელით, სამსახურიდან არ აგდებენ, სარგებლობენ ყველა სერვისით.

გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ აქვე არსებობს პასუხისმგებლობის საკითხი, შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლება არ უნდა შეილახოს, მაშინ იქნება მიზანშეწონილი. არავინ არ დასდევს, არავინ არ ლახავს, ჩვეულებრივად ცხოვრობენ. ამ მიმართულების პოპულარიზაცია, პროპაგანდა მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

პოპულარული სიახლეები