23 ივნის თბილისის ზღვის ტერასა ფიბონაჩში საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია “პერსონას 2021” საზეიმო მიღების ღონისძიება გაიმართა.
სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ორგანიზატორებმა პროექტის ბორდის მიერ გამოვლენილი ადამიანები საზოგადოებას წარუდგინეს, რომელთა შორის გახლდნენ ემიგრანტები. პოეტი სოფო ფოცხვერაშვილი, ექიმი ქეთი შავლიაშვილი, ალ. ქართველის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი ლელა ქართველი, ბარიტონი დავით ღვინიანიძე , იტალიაში ქართველი სკოლის დამფუძნებელი მაკა გიგიაძე, ნიუორკში სკოლა ფესვების პედაგოგი რუსუდან გალდავა, ჟურნალისტი ქეთი იმერლიშვილი, ფეხბურთელი დავით თავართქილაძე და სხვები.
პროექტის ფარგლებში დავით მხატვარმურაჩაშვილის ნახატების საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვაც მოეწყო. საუკუნის პერსონის ტიტულს კი წელს მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი მიიღებს.
დაჯილდოების ცერემონია კი ტრადიციულად დეკემბერში გაიმართება.