https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოება1 ივლისს ალექსანდრე ვარვარიძის გამოფენა გაიმართება

1 ივლისს ალექსანდრე ვარვარიძის გამოფენა გაიმართება

ალექსანდრე ვარვარიძის გამოფენა ,,მაღალი სიმკვრივის სამყარო”
გალერეა გამრეკელი, პავლე ინგოროყვას 14 გაიმართება.

გახსნა: 1 ივლისს (ხუთშაბათი) 18:00 – 20:00 მდე
გაგრძელდება ერთი თვე.
ალექსანდრე ვარვარიძის გამოფენა, სათაურით “მაღალი სიმკვრივის სამყარო” არამატერიალური , ფაქიზი სამყაროს კვლევის პარალელურად შექმნილი ნამუშევრების სერიაა.

სწორედ ეს თემატიკა ალექსანდრე ვარვარიძის როგორც მხატვარის შემოქმედებითი კვლევის ლეიტმოტივია. ავტორის აბსტრაქტულ კომპოზიციებში ჰარმონიულად შერწყმულია გლუვი ზედაპირი და მრავალფენოვანი რელიეფი, რომელსაც მხატვარმა მიაღწია სხვადასხვა დამატებითი მასალის გამოყენებით , რაც მის უტყუარ ხელწერაზე მეტყველებს.

ალექსანდრე ვარვარიძის შემოქმედების კონცეპტუალური მესიჯი მისეული სამყაროს აღქმის შეგრძნებიდან მიღებული იმპულსებია .   ავტორის თქმით “ ხელოვნების ნამუშევრები ჩნდება მენტალურ სიხშირეზე აზრფორმირების სახით, რომელიც შემდგომ მატერიალიზდება ჩვენთვის ხილულ სამყაროში. ფიქრები მატერიალურია ისევე როგორც ჩვენი საგნები ჩვენს ირგვლივ , თუმცა ისინი ვიბრირებენ უფრო მაღალ სიხშირეზე ვიდრე ადამიანმა არსებობის ამ ეტაპზე თვალით შეუძლია დაინახოს.”
ალექსანდრე ვარვარიძე 90 იანი წლებიდან აქტიურად ჩანს სახელოვნებო სივრცეში.

მის სათვალავზეა 30-მდე პერსონალური და ჯგუფური გამოფენა საქართველოში და საზღვაგარეთ. ბოლო გამოფენა ამერიკელ მხატვრებთან ერთად გაიმართა ჰოლივუდში მდებარე საგამოფენო სივრცეში Mash Gallery-ს კურატორობით ქალაქ ლოს- ანჯელესში.

ვარვარიძის ფერწერულ ტილოებს შეიძლება შეხვდეთ ევროპისა და ამერიკის აუქციონებზე. მისი ნამუშევარი “The Lipstick Kiss” გაიყიდა აუქციონზე Auction Affair s.r.l. (იტალია) საკმაოდ დიდ თანხად 2019 წელს.

პოპულარული სიახლეები