ამ წუთებში ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის გადაადგილება შეზღუდულია.
ბობოყვათში მოქალაქეებმა ლიანდაგი გადაკეტეს. ისინი ბობოყვათში ზღვის სანაპიროზე მიწის ნაკვეთების აუქციონის წესით გასხვისებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს ნაკვეთები მათი საკუთრებაა და აუქციონის გაუქმებას ითხოვენ.
რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ მოქალაქეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ავტორი: ნაირა ქობულაძე