დედაქალაქის ნახევარს ელექტოენერგია არ მიეწოდება.
„თელასის“ ინფორმაციით, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
“თბილისის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სახელმწიფო სისტემამ უნდა განმარტოს, რატომ არ ხდება ჩვენი ელექტრომომარაგება“, – ამბობენ კომპანიაში.
მოქალაქეების გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემა შეიქმნა საბურთალოს ხაზზე და მოძრაობა შეფერხდა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, ძაბვის ვარდნის გამო შეფეხრდა ესკალატორების მოძრაობა, თუმცა მატარებლის გადაადგილებაზე ამას არ უმოქმედია.