შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზუბალაშვილის ქუჩაზე მდებარე სადაზღვევო კომპანია “ირაოსთან” მოხდა.
დაჭრილი “ირაოს” თანამშრომელია. მას მუცლის არეში სავარაუდიდ ცივი იარაღით ა ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა და ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
ავტორი: ნაირა ქობულაძე