https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისამართალისისხლიანი გარჩევა ქუთაისში - დაჭრილია მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი

სისხლიანი გარჩევა ქუთაისში – დაჭრილია მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი

სისხლიანი გარჩევა ქუთაისში – არსებული ინფორმაციით, დაჭრილია მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, თავდამსხმელის ადგილსამყოფელი კი უცნობია. ადგილობრივების ვარაუდით, ის მიიმალა. ამბობენ, რომ გასროლას წინ დაპირისპირება და ხმაური არ უძღოდა. მათივე ვარაუდით, ახალგაზრდა კაცს ჩასაფრება მოუწყვეს.

რამ გამოიწვია კონფლიქტი, უცნობია. მოტივებზე საუბარი უჭირთ როგორც დაჭრილი კაცის ნათესავებს, ასევე ფაქტის თვითმხილველებს, რომლებიც ამბობენ, რომ მხოლოდ რამდენჯერმე გასროლის ხმა გაიგონეს. დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

პოპულარული სიახლეები