https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარირეგიონივარლამ გოლეთიანი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, დილის 05:00 საათზე „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან შეიკრიბონ

ვარლამ გოლეთიანი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, დილის 05:00 საათზე „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან შეიკრიბონ

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გუმათში, რკინის ბარიკადების მეორე მხარეს გადასვლა სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა კვლავ არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მისივე ინფორმაციით, პოლიციამ ორი პირი დააკავა.

„ტრადიციულად, გვქონდა ბარიკადის მეორე მხარეს გადასვლის მცდელობა, ჩვენმა თანამებრძოლებმა ტყით შემოუარეს. როგორც ჩანს, სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩვენი თანამებრძოლების მეორე მხარეს აღმოჩენას და ამიტომ გაეკიდა სპეცრაზმი ტყეში, მოაბრუნეს უკან, რასაც მოყვა უშუალოდ ბარიკადთან შეხლა-შემოხლა, დაკავებულია ორი ადამიანი, რომელიც ცემა პოლიციამ. ცოტა ხნის წინ მოვუწოდებდით, რომ გამოეშვათ დაკავებულები. ესენი შეხლა-შემოხლის დროს გადაიყვანეს მეორე მხარეს. უცებ, როცა შეათრიეს კორდონში ერთი ჩვენიანი, ვხედავდით, როგორ ურტყამდა მას პოლიცია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რაც შეეხება გეგმებს, გოლეთიანი ჰესის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, დილის 05:00 საათზე „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან შეიკრიბონ.

„მოვუწოდებთ ყველას, რომ დილის ხუთ საათზე ყველა უნდა ვიყოთ ისევ აქ, რადგან მოსალოდნელია კომპანიის შემოსვლა ხეობაში. ბუნებრივია, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ შევიდნენ სამუშაოდ. მნიშვნელოვანია, დილის ხუთ საათზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი ვიყოთ“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა კომპანია „ენკამ“, რომელიც მოუწოდებს აქტივისტებს, „შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია“. ასევე, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქმიანი დიალოგისთვის

პოპულარული სიახლეები