https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარირეგიონიგუმათჰესთან აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

გუმათჰესთან აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

გუმათჰესთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს პროტესტის ერთი მონაწილე დააკავეს. შიგანან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის დააკავეს.

გუმათში დღესაც ხმაური იყო. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ადგილზე აღმართულ რკინის ბარიკადებზე აბრახუნებდნენ და ჯებირების მიღმა გასვლას ცდილობდნენ.

ისინი დღეს ტყის ბილიკით შეეცადნენ ხეობაში მოხვედრას, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავები აქტივისტებს დაედევნენ და ბარიკადებს მიღმა მოაბრუნეს. პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ტყის ბილიკით გადასვლას 50-მდე ადამიანი ცდილობდა. მისივე თქმით, ეს ერთგვარი სიმბოლური აქტი იყო.

გუმათჰესთან პოლიცია მას შემდეგ არის განლაგებული, რაც სოფელ ნამოხვანში ხეობის აქტივისტებს კარვები დაუშალეს და იქ დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ. რკინის ბარიკადებში მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ატარებენ, თუმცა აქციის მონაწილეებს სახლში წასასვლელად შემოვლითი გზის გამოყენება უწევთ. ბარიკადებს პოლიცია ამაგრებს, რომელთან რაოდენობაც საღამოობით იზრდება.

მას შემდეგ, 26 მაისს რაც ხეობის აქტივისტები თბილისში გამართული აქციებიდან გუმათში დაბრუნდნენ, ისინი ყოველ ღამე ბარიკადებზე აბრახუნებენ და ხმაურობენ.

27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რკინის ბარიკადებზე ქვებს ურტყამდნენ, რის გამოც ისინი დაზიანდა და საქმეზე გამოძიება დაიწყეს. აქტვისიტები კი აღნიშნავენ, რომ ხმაური გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

პოპულარული სიახლეები