დღეს, თბილისის დროით 01:43 საათზე, დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბოქჩვილოსთან 4,9 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.