მთავარიმოგზაურობადავით თორდია: ვისაც გონია, რომ ჩვენ ვარლამ გოლეთიანზე ნაკლები პატრიოტები ვართ ძალიან...

დავით თორდია: ვისაც გონია, რომ ჩვენ ვარლამ გოლეთიანზე ნაკლები პატრიოტები ვართ ძალიან ცდება

“ვარლამისტების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ხალხის აზრს პატივს ვცემ და დრო და დრო ისინი მიხვდებიან, რომ ბატონ ვარლამის უკან სხვა ძალა დგას და აქცია მართულია

ვისაც გონია, რომ ჩვენ ნაკლები პატრიოტები ვართ ძალიან ცდება, უბრალოდ მიმაჩნია რომ პატრიოტიზმით ხალხის მანიპულირება არის დიდი ბოროტება.

ადოლფ ჰიტლერიც პატრიოტიზმით მანიპულირებდა და ასე მიიღო ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ ახლა 21-ე საუკუნეა და დემოკრატიას დიქტატურით ვერ ჩავანაცვლებთ, ვიღაცეებმა გვიკარნახონ და გვიბრძანონ 26 მაისის აღლუმის ნაცვლად ვარლამთან მივიდეთ. ხალხი თავად გადაწყვეტს სად უნდა წავიდეს და სად არა.

26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ჩვენ ამ დღეს აუცილებლად ავღნიშნავთ, სწორედ ესაა პატრიოტიზმი, დაუდგე გვერდით ქართულ ჯარს და ქვეყანას .”– დავით თორდია

პოპულარული სიახლეები