ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ washingtonpost.com აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა სამხრეთ ცინხაიში მოხდა. ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში, ჩინეთის ცენტრში დაფიქსირდა. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.