მთავარიმსოფლიოისრაელი ისევ დაიბომბა - გაშვებულია 50 რაკეტა

ისრაელი ისევ დაიბომბა – გაშვებულია 50 რაკეტა

ჰამასმა სარაკეტო იერიში განაახლა, პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ შეტევა განახორციელა ისრაელის ქალაქ აშდოდზე. გაშვებულია 50 რაკეტა.

ეს არის ქალაქი ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე. პარალელურად ისრაელის სამხედრო ძალები ჰამასის სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით საპასუხო დარტყმებს განაგრძობს.

ამჯერად სარაკეტო იერიში ღაზა სექტორში მდებარე ქალაქ ჯაბაილზე ხორციელდება. რომელიც თელავივიდან 75 კილომეტრში მდებარეობს.

ამ წუთებში მიმდინარეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახურული სხდომა, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ, პარალელურად არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგგარეშე შეხვედრა გამართეს და ისრაელის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპატივცემულობა უწოდეს.

პოპულარული სიახლეები