ექსკლუზივი: ,,ლელო საქართველოსთვის” თბილისის მერის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება

პარტიას “ლელო საქართველოსთვის” თბილისის მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ, მისი კანდიდატურა ამ ეტაპზე არ განხილულა. გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძის განცახდებით, ის მომხრეა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ახალი სახეები გამოჩნდნენ.

“მე ვფიქრობ, რომ ახალი სახეები უნდა იქნას წარმოჩენილი ადგილობრივ არჩევნებზე, მერის არჩევნებზეც.
ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინაციაში და უნდა იყოს კონკურენცია ოპოზიციასაც შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი,” – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

,,Newsplus.ge” სანდო წყარო უყვება, რომ მერის არჩევნებზე ,,ლელო საქართველოსთვის” თბილისის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება.

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button