აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო

თითქმის 20 წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო, – ამის შესახებ BBC წერს.

ჯარებისა და აღჭურვილობის გაყვანა 11 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. როგორც BBC წერს, პროცესი დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. „თალიბანი აცხადებს, რომ აღარ აქვთ ვალდებულება, საერთაშორისო მისიების სამხედროები მიზანში აღარ ჰყავდეთ“, – წერს ბრიტანეთის მაუწყებელი.

გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ზოგი სამხედრო დანაყოფი 2001 წლის ტერაქტის 20-წლისთავამდე, 11 სექტემბრამდე ავღანეთში დარჩებოდა.

გასულ წელს, დონალდ ტრამპის მმართველობისას მიღწეული შეთანხმების თანახმად, აშშ-ის ჯარებს ავღანეთი საბოლოოდ დღეს უნდა დაეტოვებინა.

„ამ დარღვევამ თალიბანის მებრძოლებს გაუხსნა გზა, მიიღონ ყველა საპასუხო ზომა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ“, – ამბობს „თალიბანის“ სპიკერი.

2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში თავდასხმების შედეგად 3 000-მდე ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ალ-ქაიდას ხელმძღვანელს, ოსამა ბინ ლადენს დაეკისრა.

თალიბებმა, რადიკალურმა ისლამისტებმა, რომლებიც ავღანეთს მართავდნენ და ბინ ლადენს იცავდნენ, უარი თქვეს აშშ-ისთვის მის გადაცემაზე. ამიტომ, 11 სექტემბრიდან ერთი თვის შემდეგ, აშშ-მა ავღანეთის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები დაიწყო.

„მას შემდეგ, რაც ომს სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, თალიბები სწრაფად ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, მაგრამ ისინი უბრალოდ არ გამქრალან – მათი გავლენა უფრო გაიზარდა. მას შემდეგ, აშშ და მისი მოკავშირეები იბრძვიან თალიბანის სასიკვდილო შეტევების შესაჩერებლად“, – წერს BBC.

ამ დროისთვის, ავღანეთიდან საკუთარი მისიის გაყვანა დაიწყო ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმაც.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button