ვარ ძიუდოისტი, სამბისტი, ვეუბნებოდი, ძმებო თუ ჩხუბი გინდათ მოდით ჩემთან… – გრიგოლ კაცია ​ჭყონდიდში დასჯილ სასულიერო პირებზე

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებს, ეპარქიის ყოფილი მმართველი გრიგოლ კაცია გამოეხმაურა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, რომ მისი მმართველობის პირობებში დასჯილები აგრესიას ვერ გამოხატავდნენ, რადგან თვითონ ძიუდოისტია.

“მე ყველას ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან. ვარ ძიუდოისტი, სამბისტი. გინდა ძიუდო, გინდა სამბო გინდა წესების გარეშე, მაგრამ კამერების წინ არა, ისე ვაჟკაცურად მოდით.

ჩვენ დავურიგეთ ბევრი წამალი დამამშვიდებელი, აბი გლუკოზა და დაუმთავრდათ,”- აღნიშნა სამების საკათედრო ტაძარში, დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე მისულმა ეპისკოპოსმა, წალკის ეპარქიის მმართველმა მეუფე გრიგოლ კაციამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button