ნათია თურნავას თქმით, საქართველოში 4 ახალი მცირე საწარმო შეიქმნება

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე 4 მცირე საწარმოს პროგრამაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მცირე საწარმოები ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

„თელავში, სოფელ აჩინებულში შეიქმნება მცირე სამაცივრე მეურნეობა, 616 000 ლარის ინვესტიცია და რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმება იგეგმება. ქალაქ ზესტაფონში შეიქმნება ბოჭკოვანი მინის მწარმოებელი საწარმო – ეს არის 2 152 000 ლარის ინვესტიცია, ასევე რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმება, თბილისში, ფონიჭალაში შეიქმნება სამშენებლო მასალისა და ლითონის ნაწარმის მწარმოებელი მცირე საწარმო, მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია. ასევე ფონიჭალაში შეიქმნება ქიმიური პროდუქციის მწარმოებელი მცირე საწარმო, რომელიც 600 000-ზე მეტი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს“, – განაცხადა ეკონიმიკის მინისტრმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button